მედია: იაპონია უკრაინას $3 მლრდ-ის სესხს გამოუყოფს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება

19.04.25 10:05
მედია: იაპონია უკრაინას $3 მლრდ-ის სესხს გამოუყოფს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება

იაპონიამ უკრაინასთან ხელი შეთანხმებას მოაწერა -  პირობების მიხედვით, უკრაინას 471.9 მილიარდი იაპონური იენის (3 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის სესხი გამოეყოფა, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება.

თანხა "დიდი შვიდეულის" ქვეყნების უკრაინისთვის შემოსავლების აჩქარების (ERA) პროგრამის ფარგლებში შედის, რომლის მიზანიც კიევისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფაა რეკონსტრუქციისა და თავდაცვის საჭიროებისთვის.

სესხის დაფარვა G7-ის წევრების ანგარიშებზე განთავსებული დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული სუვერენული აქტივებიდან მიღებული თანხებით მოხდება.

მსგავსი სიახლეები