წყალდიდობა იტალიაში - სტიქიურმა მოვლენამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა
წყალდიდობა იტალიაში - ვალდანიოში ადიდებულმა მდინარემ მანქანა წაიღო, რის შედეგადაც მამა-შვილი დაიღუპა.
იტალიის ქალაქ პიემონტში სამაშველო სამსახურმა 92 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვა, რომელიც საკუთარ სახლში დატბორვისას დაიღუპა.
აოსტას ველზე წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, 6,400 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მილანში ქარიშხლის და დატბორვის საშიშროების გამო ქალაქის პარკები დროებით დაიკეტა.
იტალია არ არის ის ერთი ქვეყანა, რომელსაც თავს სტიქიური მოვლენა დაატყდა. შვეიცარიის ალპურ კურორტ ცერმატზე დიდი თოვლი მოვიდა, რის გამოც ელექტროენერგია და ტელესაკომუნიკაციო ქსელი გაითიშა.
რაც შეეხება საფრანგეთს, კურორტ ვალ თორანში ზვავმა ქალი იმსხვერპლა.