აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია დროებით შეაჩერა

19.04.25 14:13
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია დროებით შეაჩერა

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია დროებით შეაჩერა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, რომ 1798 წლის კანონის ფარგლებში ჩრდილოეთ ტეხასში დაკავებული ვენესუელური კრიმინალური დაჯგუფებების სავარაუდო წევრების დეპორტაცია დროებით შეაჩეროს.

მთავრობას ევალება, რომ დაკავებულთა არცერთი წევრი არ გაიყვანოს აშშ-დან ამ სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე“, - ნათქვამია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ბრძანებაში.

მსგავსი სიახლეები