რუსეთს სურს, მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია - სანდუ

19.04.25 17:01
რუსეთს სურს, მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია - სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ტელეკომპანია Jurnal TV-ს ეთერში განაცხადა, რომ ოფიციალურ მოსკოვს სურს, მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია.

ჩვენ ვნახეთ ეს უპრეცედენტო ჩარევა გასულ წელს და აშკარაა, რომ წელს ის შეეცდება გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე. კრემლის ფსონი არის ჩაანაცვლოს ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ ადამიანებით, რომელთა კონტროლიც შეუძლია. და ეს არ ეხება მხოლოდ მოლდოვას, რადგან რუსეთის ინტერესი ახლა უკრაინაა.“ - განაცხადა მაია სანდუმ. (თარგმანი IPN)

მსგავსი სიახლეები