რუსეთს სრული ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ და არა „ერთდღიანი პაუზისკენ" - დიდი ბრიტანეთის საგარეო

20.04.25 00:24
რუსეთს სრული ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ და არა „ერთდღიანი პაუზისკენ" - დიდი ბრიტანეთის საგარეო

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს და არა „ერთდღიანი პაუზისკენ".

  • შეგახსენებთ, რუსული მედიის ცნობით, დღეს, მოსკოვის დროით 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

"უკრაინამ აიღო ვალდებულება, დაიცვას სრული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს იგივე გააკეთოს.
ახლა პუტინისთვის დროა აჩვენოს, რომ სერიოზულად უყურებს მშვიდობას და დაასრულოს თავისი საშინელი შეჭრა“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება.

 

მსგავსი სიახლეები