აშშ-ში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ამერიკაში მასობრივი პროტესტი გაიმართა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პროტესტის მიზეზი ტრამპის ქმედებები გახდა. მოქალაქეების უკმაყოფილება ტარიფებმა და იმ ინიციატივამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება, რათა ბიუჯეტის ხარჯები შემცირდეს.
როგორც გამოცემა იტყობინება, პროტესტები მშვიდობიანი იყო. მოქალაქეებს ხელში საპროტესტეო ბანერები ეკავათ წარწერით " არა მეფეებს!".
დონალდ ტრამპის საწინააღდეგო დემონსტრაციის “50501“ („50 პროტესტი, 50 შტატი, 1 მოძრაობა“) ფარგლებში 80-ზე მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა.