გერმანიაში უცნობმა პირმა ორი ადამიანი ჩაცხრილა და მიიმალა

20.04.25 14:12
გერმანიაში უცნობმა პირმა ორი ადამიანი ჩაცხრილა და მიიმალა

გერმანულ ჰესენში უცნობმა პირმა ორი ადამიანი ჩაცხრილა და ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას BILD ავრცელებს. 

გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ მოკლულების ცხედრები საცხოვრებელ სახლთან იპოვეს. დაღუპული მამაკაცების ასაკი უცნობია.

სამარტალდამცველები გამოცემას ასევე უდასტურებენ, რომ დამნაშავე ამ დრომდე თავისუფალია. ამასთან, ისინი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, დანაშაულში სხვა პირებიც ფიგურირებდნენ. 

გამოძიება გრძელდება. ჯერჯერობით რთულია იმის პროგნოზირება, რა შედეგი იქნება ამ საღამოს, - ეუბნება პოლიციის წარმომადგენელი გამოცემას. 

მსგავსი სიახლეები