ოკუპანტებმა უკრაინაში საევაკუაციო ავტოკოლონა დაბომბეს - არიან დაშავებულები
ოკუპანტებმა ის ავტოკოლონა დაბომბეს, რითაც კონსტანტინოვკის მიმდებარე ერთ-ერთი სოფლიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა. რუსული არმიის სამიზნე ადამიანები იყვნენ. არის ბევრი დაშავებული. ინფორმაციას უკრაინული მედია არცელებს.
ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლის, ევგენი ტკაჩოვის თქმით, სოფელ ზარიადან ცოლ-ქმარი გამოჰყვდა, მისი ავტომობილის უკან კიდევ ორი მანქანა იყო, რომლებსაც ასევე ომის ეპიცენტრიდან მოქალაქეები გამოჰყავდათ.
"ასეთია "სააღდგომო ზავი", - აღნიშნა ტკაჩოვმა.
ცნობილია, რომ ავტომობილს, რომელშიც პროლისკის თანამშრომელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე იჯდა, თავს დრონებით დაესხნენ. დაშავდა თავად ტკაჩოვი და კიდევ ერთი მოქალაქე. დაშავებული ქალი და მისი მეუღლე, რომელმაც ძლიერი სტრესი განიცადა, საავადმყოფოში მოათავსეს.