300-ზე მეტი დაბომბვა და 19 თავდასხმა - პუტინმა უკრაინაში სააღდგომო სიჩუმის ზავი დაარღვია
ვლადიმერ პუტინის სიტყვის გასატეხად 30 საათზე ბევრად ნაკლები დრო დასჭირდა. რუსმა დიქტატორმა საქვეყნოდ გაცემული პირობა ისევ დაარღვია. სააღდგომო სიჩუმის ზავი უკრაინაში მსვერპლით დასრულდა.
ამ სიტყვის წარმოთქმიდან რამდენიმე საათში ცეცხლი ხერსონში გახსნეს. პუტინის არმიის იერიშების შედეგად, რეგიონში ერთი ადამიანი მოკვდა. არიან დაშავებულებიც. სამიზნე იყო დასახლებული პუნქტები, სახლები და გაზსადენები.
20-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება, 300-ზე მეტი დაბომბვა და 19 თავდასხმა. ასე გამოიყურება რიცხვეში ერთმორწმუნე ქვეყნის დიქტატორი ლიდერის მიერ გამოცხადებული მშვიდობა. აღდგომა დღესაც კი რუსი სამხედროები ისევ ფრონტზეე წინ წაწევას ცდილობდნენ, არადა პუტინმა გამოაცხადა, რომ 30 საათის განმავლობაში ცეცხლი არ გაიხსნებოდა.
"აღდგომის ზავის" დროს ოკუპანტები თავს ჰუმანიტარულ მანქანას დაესხნენ, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ხალხის მოსაკლავად იერიში დრონებით მიიტანეს. სიკვდილს გადარჩენილი მოქალაქეები ახლა კლინიკებში ჰყავთ გადაყვანილი.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.