აშშ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით დაიღალა - კიტ კელოგი

ამერიკის შეერთებულ შტატები დაიღალა რუსეთის ფედერაციის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ის ძალიან დიდი ხანია გრძელდება, - ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა Fox News-თან განაცხადა.
ტრამპის წარმომადგენელმა თქვა, რომ მარკო რუბიოს განცხადება პროგრესის არარსებობის შემთხვევაში სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ამერიკის შესაძლო გასვლის შესახებ, მკაცრი, თუმცა სწორია, რადგან ვაშინგტონი "დაიღალა".
ძალიან ბევრი სხვა გლობალური საკითხია, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს ჩართული. ეს ომი ძალიან დიდი ხანია გრძელდება. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა. ჩვენ შევიმუშავეთ ის, რასაც მე წინაპირობის დოკუმენტს ვუწოდებ, - განაცხადა კელოგმა.