აქტივისტ ლევან მოსეშვილს პარიზში თავს ტიტუშკები დაესხნენ

21.04.25 10:05
აქტივისტ ლევან მოსეშვილს პარიზში თავს ტიტუშკები დაესხნენ

"ტიტუშკები" ევროპაშიც გააქტიურდნენ. ლევან მოსეშვილს პოლიტიკური შეხედულებების გამო პარიზში თავს დაესხნენ თავს. ახალგარზრდას ფიზიკურად არასწრულოვანი შვილის თვალწინ გაუსწორდნენ. მოსეშვილს დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული.

როგორც დაზარალებული "პირველებთან" ყვება, თავდასხმა ხალხმრავაალ ადგილას მოხდა. მოძალადე ცემის დროს ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ახსენებდა. 

პარიზში, როცა ბავშვი სასრიალოებზე მიმყავდა, მოულოდნელად ვიღაც ქართველი მომვარდა, სავარაუდოდ, "ოცნების" ტიტუშკა. მკითხა, ვიყავი თუ არა ლევანი. დაგვიწყო გინება, მუქარა. ახსენებდა გარამიას, ჯაფარას, ნაცებს. ბევრი ხალხი იყო, დღის საათები იყო და მოულოდნელად სახეშ ხელი ჩამარტყა და გაიქცა. ბავშვს ძალიან შეეშინდა, ტიროდა. სამწუხაროდ, სახეზე მისი წინიდან გადაღება ვერ მოვახერხე. 

მსგავსი სიახლეები