"მას შეუძლია, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგამდე მიაღწიოს" - ექსპერტი უკრაინის ახალ მძლავრ იარაღზე საუბრობს

21.04.25 10:12
"მას შეუძლია, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგამდე მიაღწიოს" - ექსპერტი უკრაინის ახალ მძლავრ იარაღზე საუბრობს

უკრაინის თავდაცვის ძალების ახალი ტიპის იარაღს შეუძლია რუსეთის საჰაერო თავდაცვის გარღვევა და რუსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმა. ამის შესახებ  KIEV24-ის ეთერში უმფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტმა გენადი ხაზანმა ისაუბრა. მისი თქმით, საუბარია "ბარსის" რაკეტებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ახალი იარაღი, რომელიც არის დრონისა და რაკეტის ნაზავი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთში სამრეწველო ობიექტებზე ზუსტი დარტყმისთვის.

ამ რაკეტებს აქვთ შესაძლებლობა, იყოს უზუსტესი. რუსეთს დასჭირდება დიდი ძალისხმევა, რათა მისი მოქმედება განსჭვრიტოს. ახალი ტიპის შეირაღებას შეუძლია, გაარღვიოს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები და გაანადგუროს ობექტები რუსეთის ტერიტორიაზე. ეს რაკეტა არ მოქმედებს როგორც სტანდასრტული ფრთოსანი რაკეტა. მას შეუძლია დრონის მსგავსად ფრენის ტრაიექტორიის შეცვლა. რაკეტას გააჩნია შორი მოქმედების არეალი და გამოყენებული იქნება ზუსტი დარტყმებისთვის. ორი ქალაქი პეტერბურგი და მოსკოვი, რომლიც ყველაზე მეტად არის დაცული საჰაერო თავდაცვის სისტემებით, შესაძლოა, სამიზნე გახდეს და ამ რაკეტას გააჩნია რესურსი მათ მიწვდეს, - განაცხადა ხაზანმა.