რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

21.04.25 12:13
რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "როტერსი" ვატიკანზე დაყრდნობით იტყობინება. მოგვიანებით ინფორმაცია Vatican News-მაც დაადასტურა. 

„ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით უნდა გამოვაცხადო ჩვენი წმიდა მამა ფრანცისკეს გარდაცვალება. დღეს დილის 7:35 საათზე რომის ეპისკოპოსი ფრანცისკე დაბრუნდა მამის სახლში. მთელი მისი ცხოვრება მიუძღვნა უფლისა და მისი ეკლესიის მსახურებას. მან გვასწავლა სახარების ღირებულებებით ვიცხოვროთ, ერთგულებითა და უნივერსალური სიყვარულით, - განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა. 

ჯერ კიდევ გუშინ პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში შეკრებილ მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მან ასევე უკრაინას მშვიდობა უსურვა და ყველა მხარეს კონფლიქტის მოგვარებისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, რომ რომის პაპი 14 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით მკურნალობას საავამდმყოფოში გადიოდა. მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. 

პაპი ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.