ტრამპი უკრაინისგან ყირიმსა და ნატოზე უარის თქმას ელოდება - WSJ

21.04.25 12:35
ტრამპი უკრაინისგან ყირიმსა და ნატოზე უარის თქმას ელოდება - WSJ

აშშ-ს პრეზიდენტი ელის, რომ უკრაინამ ყირიმსა და ნატოზე უარი თქვას. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს. ჟურნალისტები წერენ, რომ აღნიშნული პირობები საიდუმლო დოკუმენტშია გაწერილი, რომელიც პარიზში უკრაინის წარმოამდგენლებს და ევროკავშირის წევრებს გადასცეს. 

უკრაინა ამ კვირაში ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რათა უპასუხოს ტრამპის ადმინისტრაციის შორსმიმავალი იდეების სერიას, მათ შორის აშშ-ს მიერ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის პოტენციურ აღიარებას და კიევის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას,- წერს გაზეთი.

მსგავსი სიახლეები