კათოლიკური სამყარო პაპ ფრანცისკეს ემშვიდობება

პაპი ფრანცისკემ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, მინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან სააღდგომოდ შეკრებილ მორწმუნეებს მიმართა. დილას, 7:35 საათზე კი ვატიკანის კაზა სანტას რეზიდენციაში პაპი გარდაიცვალა. იტალიური მედია წერს, რომ სავარაუდო მიზეზი ინსულტია. მსოფლიოს პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება კარდინალმა კევინ ფარელმა აცნობა. ფრანცისკე ბოლო 1 300 წლის განმავლობაში პირველი არაევროპელი პაპი იყო.
პაპმა ფრანცისკემ აღდგომამდე 5 კვირაზე მეტი საავადმყოფოში გაატარა ავადმყოფობისა და პნევმონიის გამო. გარდაცვალებამდე მან თავად შეცვალა და გაამარტივა პაპის დაკრძალვის წესი და პომპეზურობის გარეშე პანაშვიდი მოითხოვა. ბოლო სააღდგომო მიმართვისას, პაპმა განადგურებულ უკრაინას მშვიდობა უსურვა. პაპის გარდაცვალების გამოცხადებისთანავე წმინდა პეტრეს მოედანი ნელ-ნელა შეივსო ხალხით. პაპის სიკვდილს გლოვის 9 დღე მოჰყვება, ეროვნული გლოვა გამოცხადდება იტალიაში.
ვატიკანში ახლა თავისუფალი სკამის, ანუ, გარდამავალი პერიოდი იწყება. სანამ კათოლიკურ სამყაროს ახალ მმართველს აირჩევენ, ეკლესიის მართვა კარდინალთა კოლეგიას ევალება. პაპის დაკრძალვიდან 2-3 კვირაში კარდინალთა საბჭო სიქსტის კაპელაში შეიკრიბება და კონკლავი დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ ახალ პაპს საიდუმლოდ აირჩევენ. ხმის მიცემა დაახლოებით 120 კარდინალს შეეძლება.
პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა - დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.