23 აპრილს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ლონდონში შეხვედრას გამართავენ

უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში შეხვედრას გამართავენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს.
მისივე ცნობით, შეხვედრამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან "დეტალური" სატელეფონო საუბარი ჰქონდა, სადაც ევროპის უსაფრთხოების ფორმატში ერთობლივი მუშაობის საკითხი განიხილეს.
ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ. ჩვენ მზად ვართ წინ ნაბიჯი რაც შეიძლება კონსტრუქციულად გადავდგათ, რათა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ, რომელსაც ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება მოჰყვება.
ამ აღდგომამ ნათელი გახადა, რომ რუსეთის ქმედებებია ის, რაც ომს ახანგრძლივებს. ასევე, კირთან [სტარმერი] ევროპის უსაფრთხოების ფორმატში ჩვენი ერთობლივი მუშაობის საკითხი განვიხილე“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.