რომის პაპი ფრანცისკე ინსულტის შედეგად გარდაიცვალა - ვატიკანი

21.04.25 22:49
რომის პაპი ფრანცისკე ინსულტის შედეგად გარდაიცვალა - ვატიკანი

ვატიკანი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ სამედიცინო დასკვნას აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ფრანცისკეს გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ინსულტია, რასაც კომა და შემდგომ უკვე გულის გაჩერება მოყვა.

ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები