ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, თავდაცვის და საგარეო მინისტრები დაესწრებიან

21.04.25 23:01
ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, თავდაცვის და საგარეო მინისტრები დაესწრებიან

23 აპრილს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი დაესწრება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის დელეგაციაში იქნებიან ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, პაველ პალისა.

ცნობისთვის, 23 აპრილს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ლონდონში შეხვედრას გამართავენ. 

მსგავსი სიახლეები