მოლაპარაკებები ომის თემაზე - რა განცხადებები კეთდება ლონდონში დაგეგმილ შეხვედრამდე 24 საათით ადრე

22.04.25 11:36
მოლაპარაკებები ომის თემაზე - რა განცხადებები კეთდება ლონდონში დაგეგმილ შეხვედრამდე 24 საათით ადრე

24 საათი გადამწყვეტ შეხვედრამდე - ამერიკის, უკრაინის და ევროკავშირის ოფიციალური პირები მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდისთვის ემზადებიან. ლიდერები ერთი მაგიდის გარშემო შეხვედრას ხვალ ლონდონში გეგმავენ.

გადაწყდება თუ არა ომის დასრულება ამ კვირაში? - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შანსები მაღალია. 

მიმდინარე კვირაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს. დეტალებს სრულად უახლოესი სამი დღის განმავლობაში გამოვაცხადებთ. მაგრამ უკრაინასთან და რუსეთთან ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა, ვნახოთ, როგორ ეს იმუშავებს. მიმდინარე კვირაში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ძალიან კარგი შანსი არსებობს", - ამბობს ტრამპი.

უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, რუსეთი კი სააღდგომო ზავის შემდეგ უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ და ამ აღდგომაზეც გამოჩნდა, რომ რუსეთის მოქმედებები ახანგრძლივებს ომს“.

ველაპარაკე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კიმ სტარმერს, კარგი და დეტალური საუბარი გვქონდა. უკვე ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ – მზად ვართ მაქსიმალურად კონტრუქციულად ვიმუშაოთ, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი რეალურ და მყარ მშვიდობას. ცეცხლის უპირობო შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ და ამ აღდგომამ გვაჩვენა, რომ რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს ომს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ჩვენ ამის შესახებ ზავის დაწყებისთანავე განვაცხადეთ. ზავის მიმართ ჩვენ ყოველთვის დადებითად ვართ განწყობილები, ამიტომაც გამოვედით ამ ინიციატივით. აღდგომა ყველა ქრისტიანის დღესასწაულია. ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივების მიმართ დადებითად ვართ განწყობილები. იმედი გვაქვს, რომ ასევე დადებითად არიან განწყობილი მათ მიმართ კიევს რეჟიმის წარმომადგენლები", - ამბობს პუტინი. 

ამ ფონზე განცხადებას ავრცელებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობა და აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა. მან განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს უკრაინის მოწოდებებს რუსეთის მიმართ, ცეცხლის სრული შეწყვეტის ვალდებულება აიღოს და რომ ახლა დროა, პუტინმა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი თავისი სასტიკი ომის დასრულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

მსგავსი სიახლეები