Reuters: რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია შაბათს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართება

22.04.25 13:01
Reuters: რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია შაბათს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართება

ვატიკანის განცხადებით, რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. 

ორშაბათს გამოქვეყნებულ საბოლოო ანდერძში ფრანცისკე აღნიშნავდა,  რომ მას სურდა დაკრძალულიყო რომის წმინდა მარიამ დიდის ბაზილიკაში და არა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, როგორც ამას ტრადიცია ითვალისწინებს

შეგახსენებთ, რომ პაპი ფრანცისკე, გუშინ, 21 აპრილს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა.

ახალი პაპის ასარჩევი კონკლავი, როგორც წესი, პაპის გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იმართება. 135-მდე კარდინალს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს უკიდურესად გასაიდუმლოებულ კენჭისყრაში, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს.