პუტინის "სააღდგომო ზავი" ტრამპის გულის მოსაგებად გამიზნული მარკეტინგული ტრიუკი იყო - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვლადიმერ პუტინის სააღდგომო ზავი დონალდ ტრამპის გულის მოსაგებად გამიზნული მარკეტინგული ტრიუკი იყო, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
- ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა "სააღდგომო ზავი" 2 935-ჯერ დაარღვია.
„სააღდგომო ზავი, რომელიც მან (პუტინმა) გარკვეულწილად მოულოდნელად გამოაცხადა, მარკეტინგული ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც დონალდ ტრამპის გაღიზიანებისა და გაბრაზების თავიდან აცილება იყო“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.