ინდოეთის კაშმირის რეგიონში ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს-დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი
ინდოეთის კაშმირის რეგიონში ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს-დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი.
ინფორმაციას BBC ინდოეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, თავდასხმა ქალაქ პაჰალგამში მოხდა, რომელიც ჰიმალაის მთებში მდებარეობს და ცნობილია როგორც “ინდოეთის შვეიცარია”.
მათივე ცნობით, დაჭრილთა რიცხვიც ძალიან მაღალია, რომელთაგან ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.