ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა ვატიკანში დონალდ ტრამპს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპს შეხვდეს.
დიახ, მსურს, მზად ვარ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შევხვდეთ ჩვენს პარტნიორებს შეერთებული შტატებიდან“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს, კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისინი ზელენსკის ვატიკანში ვიზიტს ამზადებენ.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ვატიკანში ჩავა და პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება.
რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვა შაბათს, 26 აპრილს არის დაგეგმილი.