რუსებმა ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს - დაიღუპა 9 ადამიანი

23.04.25 10:30
რუსებმა ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს  - დაიღუპა 9 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, დაღუპულია 9 ადამიანი.

ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი ლისაკის ცნობით, ავტობუსში ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

„მტრის თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ბოლო ინფორმაციით, 30 ადამიანი დაშავდა“, - წერს ლისაკი „ტელეგრამის“ არხზე.

ლისაკის ინფორმაციით, რუსებმა ნიკოპოლსაც შეუტიეს, თუმცა თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.