რუბიო ლონდონში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიმდინარე კვირას ლონდონში უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირების მონაწილეობით დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
უწყება აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი რუბიოს გადატვირთული გრაფიკია.
"მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში შეხვედრები კვლავ ჩატარდება, რუბიო მათ არ დაესწრება, თუმცა ეს მოლაპარაკებებს არ ეხება. ეს მხოლოდ მის გრაფიკში არსებული ლოჯისტიკურ საკითხებს უკავშირდება". - განაცხადა პრესსპიკერმა.
ცნობილია, რომ ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში აშშ-ს მხრიდან მონაწილეობას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი მიიღებს.
მანამდე, გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-მ მოკავშირეებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების მონახაზი წარუდგინა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსკოვის კონტროლის ქვეშ დატოვებას გულისხმობს.
Bloomberg-ის წყაროების თანახმად, შეთავაზებული გეგმა ომის გაყინვას, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მოსკოვის კონტროლის ქვეშ დატოვებას, ხოლო NATO-ში უკრაინის გაწევრიანების გამორიცხვას მოიაზრებს.