რუსეთ-უკრაინის თემაზე ლონდონში დაანონსებული მოლაპარაკეები მინისტრების დონეზე უვადოდ გადაიდო

ლონდონში რუსეთ-უკრაინის თემაზე დაანონსებული მოლაპარაკეები მინისტრების დონეზე უვადოდ გადაიდო. ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს. რატომ გაუქმდა აღნიშნული შეხვედრა ოფიციალურად უცნობია, თუმცა როგორც დასავლური მედია იტყობინება, მოლაპარაკებების გადადების მიზეზი სავარაუდოდ, მარკო რუბიოს უარი გახდა, ბრიტანეთში არჩასვლასთან დაკავშირებით.
მოლაპარაკების მაგიდასთან დღეს მხოლოდ ოთხი ქვეყნის წარმომდგენლები დასხდებიან. განხილვის მთავარი თემა კი ტრამპის 7 პუნქტიანი გემა იქნება, რომელსაც უკრაინა არ ეთანხმება.
"ჩვენ კაპიტულაციას არ გამოვაცხადებთ" - ასე პასუხობს უკრაინა ტრამპის ინიციატივას, დათმოს ანექსირებული ყირიმი.
შტტაბი კი ამბობს, რომ თუ უკრაინა და რუსეთი შატატების შეთავაზებას არ დათანხმებიან, ამერიკა მოლაპარაკევებიდან გავა. ეს განცხადება ვიცე პრეზიდენტმა - ჯიდი ვენსმა გააკეთა.
დროა, უკრაინამ და რუსეთმა აშშ-ის შეთავაზებაზე „დიახ“ თქვან ან აშშ ამ პროცესიდან გავა. ვფიქრობ ამჟამინდელი ხაზები, მათთან ახლოს, საბოლოოდ კონფლიქტში ახალი ხაზები იქნება. გარკვეული ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ. მკვლელობების დასასრულებლად ორივე მხარემ „იარაღი უნდა დაყაროს, ეს გაყინოს და ისინი უკეთესი უკრაინისა და რუსეთის ნამდვილად აშენების საქმეს უნდა შეუდგნენ", - თქვა ვენსიმ.