მოლაპარაკებები ომის თემაზე და მინისტრების დონეზე ჩაშლილი შეხვედრა ლონდონში

23.04.25 20:45
მოლაპარაკებები ომის თემაზე და მინისტრების დონეზე ჩაშლილი შეხვედრა ლონდონში

ლონდონში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა - მას შემდეგ რაც, ოფიციალურმა კიევმა ყირიმის რუსეთისთვის დათმობაზე უარი თქვა, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი გააუქმა. ამას მოჰყვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება შეხვედრის უვადოდ გადადების შესახებ.

უკრაინის პოზიციამ ტრამპის 7-პუნქტიანი გეგმა თავდაყირა დააყენა. უკრაინა არასდროს დათმობს ყირიმს და ოკუპირებულ ტერიტორიებს - ეს პასუხი მიიღო ტრაპმა ზელენსკისგან, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ამ კვირაში რუსეთთან შეთანხმება შედგებოდა.

ტრამპის გეგმას უკრაინა არასდროს დათანხმდება. შტატების პრეზიდენტმა შეიმუშავა და მოსკოვს შესთავაზა ისეთი სამშვიდობო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, რუსეთს უკრაინისგან მიტაცებული თითქმის ყველა ტერიტორიის შენარჩუნების საშუალება ექნება. ანუ, უკრაინამ ანექსირებულ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად უნდა აღიაროს და ფრონტის ხაზი ამჟამინდელი მდგომარეობით გაიყინოს.

უკრაინაში ამბობენ, რომ ეს გეგმა პუტინის ინტერესებში შედის და უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას აიძულებს თანაც ისე, რომ ომში მყოფი ქვეყანა ვერანაირ უსაფრთხოების გარანტიების შტატებისგან ვერ იღებს.

გადადებული შეხვედრა ლონდონში - დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები