მოლაპარაკებები ომის თემაზე - რას ამბობს ერმაკი ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ

23.04.25 19:44
მოლაპარაკებები ომის თემაზე - რას ამბობს ერმაკი ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ

მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის თემაზე - მინისტრების დონეზე ლონდონში დაგეგმილი შეხვედრის გადადების შემდეგ, უკრაინასა და ევროპული ქვეყნების დელეგაციებს შორის აუდიენცია გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები რეგულარული კონსულტაციების ჩატარებაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს. 

ეს უკვე მეორე შეხვედრაა - წინა პარიზში გაიმართა. დღეს ჩვენ გავაგრძელეთ ღრმა დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ერთგულნი ვართ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის. მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერისა და ომის რაც შეიძლება მალე შეჩერების ერთობლივი სურვილისთვის. რუსეთი კვლავ უარს ამბობს უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, აჭიანურებს პროცესს და ცდილობს მოლაპარაკებებით მანიპულირებას. ჩვენ შევთანხმდით შემდგომ რეგულარულ კონსულტაციებზე მთავარი მიზნის მისაღწევად: სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის“, - წერს ერმაკი.