რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია - არიან დაღუპულები და დაშავებულები

24.04.25 10:05
რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია  - დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი, ხოლო 70 დაშავდა, რომელთა შორის 6 ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ - შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.

თავდასხმა რუსების მიერ გვიან ღამით კიევსა და ხარკოვზე განხორციელდა. ხარკოვის შემთხვევაში 2 დაშავებულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.