კიევში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

უკრაინის დედაქალაქ ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ.
გამთენიისას, რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით დაბომბა.
პუტინის აგრესიას მხოლოდ კიევში მინიმუმ 10-დე უდანაშაულო მსხვერპლი უკვე ჰყავს. დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. უკრაინის ქალაქებზე იერში პუტინის არმიამ ჯამში 20-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით მიიტანა. 25-ჯერ შეუტიეს ხარკოვს.
აფეთქებები იყო ჟიტომირსა და პავლოგრადშიც. მთელი ღამე უკრაინულ ქალაქებში უწყვეტი განგაშის ხმები ისმოდა. აფეთქებები ერთი მეორის მიყოლებით წყალზედა და წყალქვეშა ხომალდებიდან მოხდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანახმად, ყველაზე მეტად დაზარლდა კიევი, სადაც ნგრევის და ხანძრების 13 კერა იყო.
კლიმენკოს ინფორმაციით, ჟიტომირის ოლქში ხანძრის ქრობისას რუსეთის ჯარების მხრიდან განმეორებითი დარტყმის შედეგად 39 წლის მაშველი დაიჭრა.
- კიევის ოლქის ბუჩის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია სამი ხუთსართულიანი სახლი და ოთხი მაღაზია. სუმის ოლქში ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია ადმინისტრაციული და არასაცხოვრებელი შენობები. ადმინისტრაციული შენობა და ორი მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა ქალაქ ზაპოროჟიეში.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში სარაკეტო დარტყმა იყო საწარმოზე. საოლქო ადმინისტრაციას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია. მსხვერპლი არ არის.
უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად კიევსა და ჟიტომირში დაიჭრა რკინიგზის ორი თანამშრომელი. სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანებულია კიევის და ხარკოვის ოლქებში.
დედაჩემი 85 წლის უნდა გამხდარიყო, სიცოცხლით სავსე ადამიანი. ღამით დაბომბეს ჩვენი ქვეყანა და რაკეტამ ჩვენს ბინამდეც მოაღწია, დედა შეიწირა. მძულს რუსეთი, მძულს მათი პრეზიდენტი.
ბავშვებთან ერთად გვეძინა როდესაც ძლიერი აფეთqების ხმა გავიგეთ. ყველაფერმა ზანზარი დაიწყო, ხელი დავავლეთ ბავშვებს და გავიქეცით.