ტრამპი პუტინთან შეხვედრას მომდევნო თვეში გეგმავს

24.04.25 10:34
ტრამპი პუტინთან შეხვედრას მომდევნო თვეში გეგმავს

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას მომდევნო თვეში გეგმავს. ამის შესახებ CNN წერს. ამასთან, გამოცემის ცნობით, ეს საუდის არაბეთში ვიზიტის დროს არ მოხდება.

"ეს შესაძლებელია, თუმცა სავარაუდოდ, ასე არ მოხდება. ვფიქრობ, რომ მას ამის შემდეგ შევხდებით", - ასე პასუხობს ტრამპი შეკითხვას, შეხვდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტს საუდის არაბეთში, სადაც რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება. 

ტრამპის ვიზიტი ახლოი აღმოსავლეთში  13-16 მაისს არის დაგეგმილი.