ვლადიმერ, შეჩერდი! - დონალდ ტრამპი პუტინს

24.04.25 17:07
ვლადიმერ, შეჩერდი! - დონალდ ტრამპი პუტინს

ვლადიმერ, შეჩერდი! - ასე მიმართავს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუს დიქტატორს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ტრამპი წერს, რომ უკრაინაზე მიტანილი მასირებული შეტევის გამო უკმაყოფილოა. 

ვლადიმერ, მოდი, სამშვიდობო შეთანხმება დავასრულოთ - უთვლის პუტინს ტრამპი.

„კიევზე რუსეთის დარტყმებით უკმაყოფილო ვარ. ამის საჭიროება არ არის და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმერ, შეჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება. მოდი, სამშვიდობო შეთანხმება დავასრულოთ“, - წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რუსეთმა 24 აპრილის ღამეს უკრაინაზე, დრონებითა და რაკეტების გამოყენებით, მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში 9 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.

მსგავსი სიახლეები