დანით თავდასხმა საფრანგეთის სკოლაში - დაღუპულია ერთი, დაშავდა 3 მოსწავლე

24.04.25 18:37
დანით თავდასხმა საფრანგეთის სკოლაში - დაღუპულია ერთი, დაშავდა 3 მოსწავლე

საფრანგეთის ერთ-ერთ კერძო სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად მოსწავლე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაიჭრა - ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, 15 წლის მოსწავლეა, რომელიც მასწავლებლებმა პოლიციის მისვლამდე განაიარაღა. ფაქტი დღეს, დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ნანტში მოხდა.

მედია წერს, რომ შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებმა ორი დანა ამოიღეს, მათ შორის ერთი სანადიროა.