ამერიკის ბრაზი უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანისკენ: პუტინისკენ - მაკრონი

24.04.25 19:17
ამერიკის ბრაზი უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანისკენ: პუტინისკენ - მაკრონი

აგრესორი ერთია - რუსეთი, აშშ-ს ბრაზი მხოლოდ პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონმა, რომლის კომენტარსაც BFMTV ავრცელებს, აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით "საფრანგეთის პოზიცია უცვლელია".

მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს. გავაგრძელებთ უკრაინელი ერის უფლების დაცვას მშვიდობით იცხოვრონ თავიანთ ტერიტორიაზე და თავიანთ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” - განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი სიახლეები