10-მდე გარდაცვლილი, მათ შორის ბავშვები და ასზე მეტი დაშავებული - კიევში ხვალ გლოვის დღეა
კიევში ხვალ გლოვის დღეა. 10-მდე გარდაცვლილი, მათ შორის ბავშვები, ასზე მეტი დაშავებული და ათი დაკარგული - ეს არის ბოლო ცნობები უკრაინიდან. ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი იერიში მიიტანეს. მთავარი სამიზნე კიევი იყო, რომელსაც რაკეტებით და დრონებით მთელი ღამე ბომბავდნენ.
ყველაზე მეტად დაზარალდა სვიატოშინსკის რაიონი, სადაც სარაკეტო დარტყმის შედეგად მრავალბინიანი სახლები მიწასთან არის გასწორებული.
25-ჯერ დაიბომბა ხარკოვი. აფეთქებები იყო ჟიტომირსა და პავლოგრადშიც. სახლების გარდა დანგრეულია სკოლები, საავადმყოფოები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. რუსეთმა მასირებული შეტევისთვის ჯამში 215 რაკეტა და დრონი გამოიყენა. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც ე.წ სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზელენსკი დათანხმდა შტატების წინადადებას ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ, მაგრამ პუტინი უდანაშაულო ხალხის დახოცვას აგრძელებს.