ტრამპი: წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ზეწოლას ვახორციელებ რუსეთზე

ჩვენ გვინდა ეს ომი სწრაფად დავასრულოთ, უკვე ბევრი პროგრესი გვაქვს მიღწეული, შემდეგი რამდენიმე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორესთან შეხვედრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ახორციელებთ უფრო დიდ ზეწოლას რუსეთზე, ტრამპმა შემდეგი პასუხი გასცა:
თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ზეწოლას ვახორციელებ რუსეთზე. ჩვენ ვახორციელებთ დიდ ზეწოლას რუსეთზე. რუსეთმა იცის ეს. ვფიქრობ, მას სურს შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვნახავთ ამას ძალიან მალე, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. მჯერა, რომ მათ სურთ შეთანხმების მიღწევა“,- განაცხადა ტრამპმა.