ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დრონებით დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

25.04.25 10:41
ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დრონებით დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ღამით ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დრონებით დაბომბეს. იერიშების შედეგად ცეცხლი 5 სართულიან კორპუსს გაუჩნდა. ინფორმაციას ოლქის თავმჯდომარე სერგეი ლისაკი ავრცელებს.

აგრესორმა ოლქი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. საჰაერო თავდაცვამ 11 დრონის განადგურება მოახერხა, - აღნიშნა მან. 

მისივე ცნობით, საცხოვრებელ სახლზე იერიშის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 8 დაშავდა.  დაღუპულებს შორის ერთი 15 წლის მოზარდია. 

მსგავსი სიახლეები