პუტინი კრემლში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ხვდება

25.04.25 16:38
პუტინი კრემლში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ხვდება

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვშია - დიმიტრი პესკოვის ცნობით, სტივ უიტკოფი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებას ესწრებიან პუტინის  თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დიმიტრიევი.

ახლა საინტერესოა, ჩაშლის ზღვარზე მისული სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, რა გზავნილს გადასცემს ტრამპის წარმომადგენელი  პუტინის. ერთადერთი რაც დაზუსტებით ვიცით, უიტკოფი და ომის სამხედრო დამნაშავე პრეზიდენტი ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებულ აუციელებლ პირებებზე ისაუბრებენ. როგორც "ეკონომისტი" წერს, ამერიკელების ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი არც უკრაინამ დაუჭირა და არც ევროპამ.

მსგავსი სიახლეები