ტრამპი არ გამორიცხავს, რომ რომში ზელენსკის შეხვდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ რომში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.
ეს შესაძლებელია", - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპსა და ზელენსკის შორის ბოლო აუდიენცია თებერვალს, თეთრ სახლში შედგა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ, უთანხმოებით დასრულდა.