რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ - მსოფლიოს ლიდერები ვატიკანში იმყოფებიან

26.04.25 10:22
რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ - მსოფლიოს ლიდერები ვატიკანში იმყოფებიან

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კი ახლა რომი და ვატიკანია - დღეს პაპ ფრანცისკენ უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.  ცოტა ხანში რომის პაპის ცხედარს, წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენებენ და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ.

დაკრძალვის წირვა თბილისის დროით 12:00 საათზე ღია ცის ქვეშ დაიწყება.  პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ამის შემდეგ კი კათოლიკურ სამყაროში ცხრა დღიანი გლოვა დაიწყება.

ამ წუთებში ვატიკანში მსოფლიოს ფაქტრობრივად ყველა ლიდერი იმყოფება. მათ შორის არიიან ამერიკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები. რომშია ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკავშირის ლიდერებიც. რომის პაპისთვის პატივის მისაგებად  ვატიკანში ახლა ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, ბოლო სამ დღეში მათმა რიცხვმა 250 ათას გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები