ტრამპი: უკრაინა და რუსეთი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან... მხარეები ახლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდნენ

26.04.25 10:28
ტრამპი: უკრაინა და რუსეთი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან... მხარეები ახლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინა და რუსეთი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. მისივე განცხადებით, უკრაინის შესახებ შეთანხმების ძირითადი პუნქტების უმეტესობა შეთანხმებულია.

“ძირითადი პუნქტების უმეტესობა შეთანხმებულია. შეწყვიტეთ სისხლისღვრა ახლავე. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რათა ხელი შევუწყოთ ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას!.

კარგი დღე იყო რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის. ისინი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ორივე მხარე ახლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს, რათა დაასრულონ ეს", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე .

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგაც კრემლმა განაცხადა, რომ მათ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.

მსგავსი სიახლეები