რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენეს - ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი

26.04.25 12:20
რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენეს - ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი

რომის პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენეს  და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენეს - რომის პაპისთვის პატივის მისაგებად  ვატიკანში ახლა ათასობით ადამიანია შეკრებილი.

ადგილზე იმყოფებიან მსოფლიო ლიდერებიც. 

პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ამის შემდეგ კი კათოლიკურ სამყაროში ცხრა დღიანი გლოვა დაიწყება.