მედია: ზელენსკი და ტრამპი პაპის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე ერთმანეთს შეხვდნენ

26.04.25 13:03
მედია: ზელენსკი და ტრამპი პაპის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე ერთმანეთს შეხვდნენ

რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს

მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დაკრძალვის შემდეგ აუდიენციაზე შეთანხმდნენ.

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა რომი და ვატიკანია. დღეს პაპ ფრანცისკენ უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ამის შემდეგ კი კათოლიკურ სამყაროში ცხრა დღიანი გლოვა დაიწყება.

ამ წუთებში ვატიკანში მსოფლიოს ფაქტრობრივად ყველა ლიდერი იმყოფება. მათ შორის არიან ამერიკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები. რომშია ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკავშირის ლიდერებიც.