კარგი იყო, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერზე შედეგს მივაღწევთ - ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ვატიკანში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიამდე ტრამპთან "კარგი შეხვედრა გამართა" და "იმედოვნებს, რომ ყველაფერზე შედეგს მიაღწევენ".
კარგი შეხვედრა იყო. ბევრი ვისაუბრეთ პირისპირ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერზე შედეგს მივაღწევთ. უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთი ომის დაწყებას.
ძალიან სიმბოლური შეხვედრა იყო, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ", - წერს ზელენსკი X-ზე.