კათოლიკურ სამყაროში Novemdiales-ი დაიწყო - მორწმუნეებმა რომის პაპი უკანასკნელ გზაზე გააცილეს
კათოლიკურ სამყაროში ცხრადღიანი გლოვა Novemdiales-ი დაიწყო. მორწმუნეებმა რომის პაპი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. წმინდა პეტრეს ტაძრიდან მარია მაჯორეს ბაზილიკამდე პაპი ფრანცისკეს ცხედარს ხალხი ტაშით და მადლობის შეძახილებით მიაცილებდა, იყო ბევრი ცრემლიც.
მორწმუნეები რომში მსოფლიოს ყველა კუთხიდაან ჩავიდნენ. ჯამში პროცესიას 250 ათასი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მონარქები, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები. რომის პაპი მისი ანდრეძის თანახმად, მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაიკრძალება.
ახლა ყველა კონკლავის შეკრებას ელოდება. 100-ზე მეტმა კარდილმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ გახდება კათოლიკური სამყაროს ახალი წინამძღოლი. არსებობს რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის ფავორიტად მოიაზრება 70 წლის იტალიელი კარდინალი პეტრო პაროლინი.