ტრამპი: ვფიქრობ, პუტინს შესაძლოა ომის შეჩერება არ სურს

26.04.25 18:19
ტრამპი: ვფიქრობ, პუტინს შესაძლოა ომის შეჩერება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში გამართული შეხვედრის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა truthsocial-ზე დაწერა, რომ ბოლო დროის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი იერიშები აძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ვლადიმერ პუტინს შესაძლოა ომის დასრულება არ უნდოდეს. 

....ეს მძინარე ჯო ბაიდენის ომია და არა ჩემი. ის პირველივე დღიდან წაგებული იყო და არასდროს უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, იმ დროს პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი. უბრალოდ ვცდილობ, ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოვასწორო და რა არეულობაა ეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პუტინს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამოქალაქო პირებზე, ქალაქებსა და დასახლებებზე რაკეტების სროლის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. ეს მაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, მას ომის შეჩერება არ სურს... უბრალოდ სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით? ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება!" დაწერა ტრამპმა.