რუსეთმა დნეპროპეტროვსკი ისევ დაბომბა - იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა მოზარდი
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი პავროგრადი დაბომბა. დრონებით იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 14 წლის გოგოც. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს
ღამით მტერმა დნეპროპეტროვსკს დრონებით კიდევ ერთხელ შეუტია. საჰაერო ტავდაცვამ 13 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლო,. სამწუხაროდ, ერთ-ერთი იერიშს პავლოგრადში ადამიანი ემწსვხერპლა, დაშავდა 14 წლის გოგონა. ის ექიმების მეთალყურეობის ქვეშაა, - იუწყება სერგეი ლისაკი.
ლისაკის თქმით, ქალაქში ორი მრავალსართულიანი კორპუსი დაზიანდა.