"ეფ ეს ბე" აცხადებს, რომ დააკავა პირი, რომელმაც რუსი გენერლის, მოსკალიკის მანქანა დანაღმა

27.04.25 10:32
"ეფ ეს ბე" აცხადებს, რომ დააკავა პირი, რომელმაც რუსი გენერლის, მოსკალიკის მანქანა დანაღმა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ დააკავეს პირი, რომელმაც  გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკის მანქანა დანაღმა.

ФСБ-ს ცნობით, დაკავებული 1983 წელს დაბადებული იგნატ კუზინია. უწყება ამტკიცებს, რომ ის უკრაინის სპეცსამსახურების აგენტია და ასაფეთქებელი მოწყობილობაც უკრაინის ტერიტორიიდან, დისტანციურად აამოქმედა.

რუსი გენერალი 21 აპრილს ააფეთქეს. გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლითაა დაწყებული.