პესკოვი: რუსეთი უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის მზადაა, სიგნალს ელოდება

28.04.25 12:43
პესკოვი: რუსეთი უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის მზადაა, სიგნალს ელოდება

რუსეთი უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის, სიგნალს ელოდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა  განაცხადა .

"კიევმა ამ მხრივ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს...ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ქმედებას“, - თქვა პუტინის პრესსპიკერმა.

პესკოვის თქმით, არაერთხელ "დადასტურდა პუტინის მზადყოფნა" უკრაინასთან ყოველგვარი პირობების გარეშე დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი.