9 მაისის აღსანიშნავად, პუტინმა დროებით "ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა

28.04.25 16:14
9 მაისის აღსანიშნავად, პუტინმა დროებით "ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა

9 მაისის აღსანიშნავად, 8 მაისის შუაღამიდან 11 მაისის შუაღამემდე, რუსეთი სამხედრო მოქმედებებს აჩერებს - ამის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

რუსეთის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება პუტინმა 9 მაისის აღსანიშნავად, "ჰუმანიტარული მოსაზრებებით" მიიღო.

ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნის დღეებში - 7-8 მაისის შუაღამიდან 10-11 მაისის შუაღამემდე - რუსული მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.